საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა.
„გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე”, — წერს ელჩი Twitter-ზე.
Lukashenko’s visit to Abkhazia shows total disregard for UN charter & principles of Helsinki final act regarding respect for territorial integrity and sovereignty of #Georgia.
The #UK stands firm in its support for Georgia in the face of this further provocation.@UKinGeorgia— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) September 28, 2022
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.
ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.