ახალი ამბები

ფეხბურთელის აგენტის თქმით, კრისტიან ატსუს ცხედარი ნანგრევებში იპოვეს

18 თებერვალი, 2023 • 1542
ფეხბურთელის აგენტის თქმით, კრისტიან ატსუს ცხედარი ნანგრევებში იპოვეს

„ჰათაისპორის“ განელი ლეგიონერი კრისტიან ატსუ ნანგრევებში დაღუპული იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ფეხბურთელის აგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპული სპორტსმენის წარმომადგენლის თქმით, კლუბმა თავდაპირველად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს სპორტსმენი მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში მცირე დაზიანებებით ამოიყვანეს ნანგრევებიდან და კლინიკაში იყო გადაყვანილი. მისი თქმით, განელ ფორვარდს მაშველები ამ დრომდე ეძებდნენ, ცხედარს კი დღეს დილას მიაგნეს:

„მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მათი ლოცვისა და მხარდაჭერისთვის“ – აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველმა მიწისძვრამ 40 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

6 თებერვალს 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომლის ეპიცენტრიც იყო კაჰრამანმარას პროვინციაში, უდიდესი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ადგილზე 253 000-ზე მეტი მაშველი მუშაობს. სამაშველო სამუშაოებში ათეულობით ქართველი მეხანძრე-მაშველიც არის ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი