ახალი ამბები

მზად ვართ საქართველოსთან მუშაობა გავაგრძელოთ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში პროგრესის მისაღწევად – ფონ დერ ლაიენი

19 თებერვალი, 2023 • 1060
მზად ვართ საქართველოსთან მუშაობა გავაგრძელოთ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში პროგრესის მისაღწევად – ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიუნხენის მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზად არის საქართველოსთან ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის მაქსიმალურად შესრულებაში დაეხმაროს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.

“კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა ირაკლი ღარიბაშვილთან. მზად ვართ საქართველოსთან გავაგრძელოთ მუშაობა კომისიის 2022 წლის ივნისის დასკვნის 12 საფეხურთან დაკავშირებით პროგრესის მისაღწევად და ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის მაქსიმალურად შესრულებისთვის, განსაკუთრებით შავი ზღვის კავშირის პროექტების განსავითარებლად”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი