ახალი ამბები

ქუთაისი-ბერლინის რეისზე დაგვიანებულ მგზავრებს ბილეთებს გადაუცვლიან – ქარქაშაძე

17 თებერვალი, 2023 • 966
ქუთაისი-ბერლინის რეისზე დაგვიანებულ მგზავრებს ბილეთებს გადაუცვლიან – ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, იმ მგაზვარებს, რომლებმაც ქუთაისი-ბერლინის რეისზე დააგვიანეს, ბილეთებს გადაუცვლიან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 87 მგაზვრიდან 85-ს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი.

„ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.

ავიაკომპანისთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ ვიზეარი დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად ან უფრო ადრე გამოცხადდენ აეროპორტში რეგისტრაციაზე“, – განაცხადა ირაკლი ქარაქაშაძემ.

დღეს, 17 თებერვალს, დიდთოვლობის გამო ქუთაისი-ბერლინის ავიარეისზე მგზავრთა ნაწილმა აეროპორტში მისვლა დააგვიანა, რის გამოც Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.

როგორც მგზავრები აცხადებენ, უამინდობის გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალი ავტობუსი ორი საათით ადრე გავიდა, თუმცა მათ გაფრენა მაინც ვერ შეძლეს.

დიდთოვლობა რიკოთზე: Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი