ახალი ამბები

მიწისძვრიდან მე-11 დღეს მაშველებმა 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი გადაარჩინეს

17 თებერვალი, 2023 • 720
მიწისძვრიდან მე-11 დღეს მაშველებმა 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი გადაარჩინეს

თურქეთის ჰათაის პროვინციაში მაშველებმა 3 ადამიანი გადაარჩინეს, რომლებმაც ნანგრევებში 260 საათზე მეტი გაატარეს. CNNTurk-ის ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთია 10 წლის ბავშვი.

გამოცემა წერს, რომ მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში 260 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. სამივე მათგანი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

CNNTurk-ის თქმით, მუსტაფა ავჯიმ და მეჰმეთ ალი შაქიროღლუმ კორპუსის ნანგრევებში 261 საათი გაატარეს. ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მაშველები მათ ოჯახის წევრებთან დაკავშირებაში დაეხმარნენ. მუსტაფა ავჩიმ ძმას დაურეკა, მეჰმეთ შაქიროღლუ კი მამას დაუკავშირდა.

გამოცემის ინფორმაციით, ამავე დღეს, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის ბიჭის, ოსმანის ამოყვანაც შეძლეს. სამაშველო სამსახურების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიჭის ხმის გაგონება ყველასთვის შვება იყო:

„მისი ხმის გაგონება ყველასთვის შვება იყო, თუმცა ეს არ იყო გაცნობიერებული საუბარი, ბავშვს გონება დაბინდული ჰქონდა და გააზრებულად ვერ საუბრობდა“, — ნათქვამია სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი