თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქ ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ.

თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა, რის შედეგადაც, 10 თებერვლის დილის მონაცემებით, მხოლოდ თურქეთში 18 342 ადამიანი დაიღუპა და 74 242 დაშავდა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია სირიაშიც, სადაც, სულ მცირე, 3 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თურქეთში არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა სამაშველო ჯგუფები, მათ შორის, საქართველომაც.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს 4 მოქალაქე.