ახალი ამბები

ერდოღანმა თურქეთის 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

7 თებერვალი, 2023 • 872
ერდოღანმა თურქეთის 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზიანებულ თურქეთის 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ერდოღანმა დღევანდელ განცხადებაში თქვა, რომ ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაციაში 53 317 მაშველია ჩართული, დაშავებულთათვის კი გამოყოფილია 100 მილიარდი ლირის ღირებულების რესურსი. მათ შორის, მობილიზებულია 54 ათასი კარავი და 102 ათასი საწოლი. ადგილზე ასევე მობილიზებულია ათასობით მედმუშაკი.

„გვყავს 3 539 დაღუპული და 22 168 დაჭრილი. ჩვენი ერთადერთი ნუგეშია ის, რომ 8 ათასზე მეტი ადამიანი უკვე დახსნილია ნანგრევებიდან“, – თქვა სპეციალურ განცხადებაში ერდოღანმა.

ერდოღანი ამბობს, რომ მალევე გაივლიან ყველა საჭირო საპარლამენტო და საპრეზიდენტო პროცედურებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა წინ უძღვის თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც  14 მაისს იმართება.


6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მ

მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში. პირველი მიწისძვრის შემდეგ, 6 თებერვალს უკვე შუადღისას თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა – 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი