კომენტარისაზოგადოება

ზელენსკი: „ვფიქრობ, მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი“

1 თებერვალი, 2023 • 1255
ზელენსკი: „ვფიქრობ, მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ინტერფაქს უკრაინის“ ცნობით, ეს განცხადება მან კიევში, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთობლივი პრესკონფერენციისას გააკეთა.

„[სააკაშვილის ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. მსურს ნახოთ, როგორ გამოიყურება. ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა მას კლავს. თქვენ იცით, რომ ის მოწამლეს და ახლა ცოტ-ცოტა, დიდი ბოდიში და, კლავენ.

მსურს, პრესამ ნახოს, რაც ხდება – უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ, რის გამო დააპატიმრეს ყოფილი პრეზიდენტი, როგორი  შედეგები ექნება ამას საქართველოს პოლიტიკისთვისა და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია.

მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე, რომელსაც ყოველდღიურად აწამებენ. ვფიქრობ, მათი [მთავრობის] მიზანია, იგი მოკლან“.


დღეს, პირველ თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ისაა, რომ ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიეცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი