ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო” | კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენაზე

1 თებერვალი, 2023 • 1926
“ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო” | კარასინი თბილისთან ფრენების აღდგენაზე

მოსკოვი აცხადებს, რომ მზადაა საჯაროდ დაიწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე საუბარი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რუსული მხარის თანახმად, თბილისზეა დამოკიდებული.

“ჩვენ, ბუნებრივია, განვიხილავთ ამას, ვცვლით მოსაზრებებს. თუმცა არსებობს ანდაზა, რომ ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო. თუ დუეტის ერთი მონაწილე ორჭოფობს, ძალას ვერ დაატან”, – ამბობს საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი და საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი.

18 იანვარს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“ შეაქო და განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა ცუდი არ იქნებოდა:

მასალების გადაბეჭდვის წესი