ახალი ამბები

ცუდს ვერაფერს ვხედავ, შეიძლება კარგიც იყოს ქვეყნისთვის – კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

19 იანვარი, 2023 • 1066
ცუდს ვერაფერს ვხედავ, შეიძლება კარგიც იყოს ქვეყნისთვის – კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაში ცუდს ვერაფერს ხედავს და შეიძლება ეს ქვეყნისთვის კარგიც იყოს.

„ფრენები ცალმხრივად შეზღუდული იყო, საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება“, – განაცხადა კალაძემ.


18 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას ვაჟკაცობას უწონებს

მასალების გადაბეჭდვის წესი