ახალი ამბები

ილია მეორემ სააკაშვილს „ჭეშმარიტი სხვა რეალობის შეცნობა“ უსურვა

5 იანვარი, 2023 • 1468
ილია მეორემ სააკაშვილს „ჭეშმარიტი სხვა რეალობის შეცნობა“ უსურვა

მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა, პარლამენტარმა ეკა ხერხეულიძემ დღეს, 5 იანვარს, ჟურნალისტებს გააცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის წერილი.

ილია მეორე სააკაშვილს მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვისთვის, თავად ულოცავს და აღნიშნავს:

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”.

მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობს თავისი ჯანმრთელობის შესახებ და ის, უბრალოდ, ვერ ეგუება ციხეში ყოფნას.

თავის მხრივ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ადასტურებენ როგორც თავად „ვივამედის“ ექიმები, ისე უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი