ახალი ამბები

უბნების წინ, სიებით ხელში

30 მაისი, 2010 • • 1245
უბნების წინ, სიებით ხელში

თბილისში საარჩევნო უბნებთან მოქალაქეთა ჯგუფები არიან მობილიზებული, რომლებსაც სიები აქვთ და უბანში შესვლამდე ამომრჩევლებს ამ სიებში ამოწმებენ. ნეტგაზეთის რეპორტიორებმა მოქალაქეთა ასეთი ჯგუფები რამდენიმე უბანთან დააფიქსირეს. ჟურნალისტებთან კომენტარში ჯგუფების ხელმძღვანელები არ ამბობენ თუ რა სიები უჭირავთ და რა მიზნით არიან შეკრებილები.

პავლე კუბლაშვილის განცხადებას, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების  მიერ უბნის გარეთ დაკვირვებისა და აღწერის შესახებ საია აკრიტიკებს. თამარ ხიდაშელის, საიას ხელმძღვანელის თქმით, პავლე კუბლაშვილის აღნიშნული განცხადება ეწინააღდეგება ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციურ პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლთან, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

საის თქმით, მსგავსი ფაქტები არა მხოლოდ უბნის გარეთ, არამედ უბნის შიგნითაც ხდება. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის  თბილისის მე–8 ოლქის 49–ე უბანში მყოფი წარმომადგენელი მოსულ მხარდამჭერთა რაოდენობას აფიქსირებს და მათ პოლიტიკური პოზიციის ხელმოწერით დადასტურებას სთხოვს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი