ახალი ამბები

აგიტაცია უბნის შესასვლელთან

30 მაისი, 2010 • 1040
აგიტაცია უბნის შესასვლელთან

ბათუმის #79 ოლქის #29 უბანზე გაზეთმა ბათუმელები დააფიქსირა ხუთი ქალბატონი, რომლებიც დგანან უბნის შესასვლელთან და ამომრჩეველს მოუწოდებენ, ხმა მისცენ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატს გიორგი კირთაძეს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეა.

 

”მე ამ ქალბატონებმა მითხრეს, რომ არიან “ნაცმოძრაობის” კოორდინატორები. მათთან ერთად იმყოფებოდა გია ლორია, რომელიც უბანზე კომისიის წევრია “ნაციონალური მოძრაობიდან”. გია ლორია, ძირითადად, უბნის გარეთ იმყოფება და კორდინატორებს უწევს ამ კოორდინირებას”.

 

ჟურნალისტის ინფორმაციით, მან უბნის თავმჯდომარეს აცნობა ამის შესახებ, რომელმაც სთხოვა უბნის შესავლელთან მდგომ ქალებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ამ დროისთვის ეს ქალბატონები სხედან უბანთან ახლოს, მანქანებში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი