უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრეი კასიანოვის დღეს დაგეგმილი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაუქმებულია. ამის შესახებ ნეტგაზეთს უკრაინის საელჩოში განუცხადეს.
ამ სიახლეს წინ უძღოდა კასიანოვის კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
საგარეო უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ „შეხვედრა არ არის“.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დღეს, 6 დეკემბერს ანდრეი კასიანოვმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მან სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეც და თქვა, რომ – „ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დააყენებს“.
- უკრაინული მხარე შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო – კასიანოვი
- ქუჩისთვის უკრაინისა და საქართველოს გმირების სახელის დარქმევაზე საკრებულომ არ გვიპასუხა — კასიანოვი
- თხოვნების მიუხედავად, თბილისისგან არ მიგვიღია პასუხი სამხედრო დახმარებაზე — კასიანოვი
- საქართველოს 1 თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია – უკრაინა




