ახალი ამბები

დემნა პირადად იხდის ბოდიშს Balenciaga-ს კამპანიის გამო

2 დეკემბერი, 2022 •
დემნა პირადად იხდის ბოდიშს Balenciaga-ს კამპანიის გამო

მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია პირადად იხდის ბოდიშს სარეკლამო კამპანიის გამო.

აღნიშნულმა კამპანიამ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, რადგან ფოტოსესიისას ბავშვები გადაიღეს სათამაშო დათუნიებთან ერთად, რომლებსაც BDSM აქსესუარები ეკეთათ. ასევე, ფოტოსესიაზე ჩანდა ღვინის ჭიქები და სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა. კრიტიკის შემდეგ მოდის სახლმა კამპანიის ფოტოები წაშალა.

დემნამ პირადი ბოდიშის წერილი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

„მსურს, პირადად მოვიბოდიშო საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორად შერჩევისთვის, რომელშიც ბავშები მონაწილეობდნენ.  მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამისთვის. არასწორი იყო ბავშვების გამოყენებ ისეთი პროდუქციის რეკლამირებისთვის, რასაც ბავშვებთან კავშირი არ აქვს.

რამდენადაც არ უნდა მომწონდეს ხანდახან პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, არასდროს განმიზრახავს, შევხებოდი ისეთ საშინელ საკითხს, როგორიც არის ბავშვებზე ძალადობა და რომელსაც მე ვგმობ.

საჭიროა, ამ შემთხვევისგან მივიღო გაკვეთილი, მოვუსმინო და ჩავერთო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რათა წვლილი შევიტანო და დავეხმარო ამ საშინელი პრობლემის მოგვარებაში.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ფოტოებმა შეურაცხყო. Balenciaga იძლევა გარანტიას და მიიღებს ადეკვატურ ზომებს სამომავლოდ არა მხოლოდ მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, არამედ იღებს ვალდებულებას ბავშვთა კეთილდღეობის ყველა შესაძლო გზით დასაცავად.


დემნა გვასალიას Balenciaga სკანდალში გაეხვა — რას ედავებიან ესპანურ მოდის სახლს

მასალების გადაბეჭდვის წესი