უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია და ორგანიზაცია Populus Rei-ს დამფუძნებელი ლანა ღვინჯილია დააჯილდოვა.
გვასალია, რომელიც ღირსების III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს, მიმდინარე წლის ივლისში უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდის, United 24-ის ელჩი გახდა.
ლანა ღვინჯილია, რომელიც პრინცესა ოლგას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, არასამთავრობო ორგანიზაცია Populus Rei-ს დამფუძნებელი და საქართველოში მოქმედი ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” გამგეობის წევრია.
სახელმწიფო ჯილდოების შესახებ ზელენსკის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, ადამიანები ჯილდოვდებიან სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის.