ახალი ამბები

EU ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას — ელჩი

2 დეკემბერი, 2022 • 812
EU ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას — ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამის შესახებ მან დღეს, 2 დეკემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.

ჩვენ, ევროკავშირი, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ექპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ კავშირზე ვართ მის ოჯახთან. ჩვენ ასევე ვაყენებთ მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სრულად იყოს დაცული. რა თქმა უნდა, მისი მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყენებს, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

„ემპათიის“ ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა შედგება 194 გვერდისა და 22 დანართისგან. დოკუმენტი მოამზადა ცენტრის სასამართლო საექსპერტო კომისიამ, რომელშიც „ემპათიის“ თქმით, შედიოდნენ ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ორგანიზაცია ამ ეტაპზე ძირითად დიაგნოზებს არ ასაჯაროებს..

მასალების გადაბეჭდვის წესი