ახალი ამბები

ყირგიზეთმა გამომძიებელი ჟურნალისტი რუსეთში გააძევა

24 ნოემბერი, 2022 • 1038
ყირგიზეთმა გამომძიებელი ჟურნალისტი რუსეთში გააძევა

ყირგიზეთმა გამომძიებელ ჟურნალისტ ბოლოტ ტემიროვს მოქალაქეობა ჩამოართვა და რუსეთში გააძევა.

23 ნოემბერს ბიშკეკის სასამართლომ ბოლოტ ტემიროვის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების შემდეგ ტემიროვი იძულებული შეიქნა, მოსკოვში გაფრენილიყო.

მას ბრალი ედებოდა სამხედრო ბარათის გაყალბება და ნარკოტიკების მოხმარება.

იგი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ესაა პოლიტიკური დევნა მისი საგამოძიებო სიუჟეტების გამო, რაც უკავშირდება ყირგიზეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში კორუფციის მხილებას.

საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა“ (CPJ) ტემიროვის,  მათი სიტყვებით, „ცენტრალურ აზიაში წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტის“,  დეპორტაციას „უპასუხისმგებლო და სამარცხვინო“ უწოდა.

„მედუზას“ ცნობით, 23 ნოემბერსვე რუსეთის საგარეო უშიშროების სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი ბიშკეკში ჩაფრინდა ყირგიზეთის პრეზიდენტთან, სადირ ჯაფაროვთან შესახვედრად.

მასალების გადაბეჭდვის წესი