ახალი ამბები

ევროპარლამენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ

23 ნოემბერი, 2022 • 712
ევროპარლამენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ

რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ ევროპარლამენტის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

„ევროპარლამენტი რთული კიბერშეტევის ქვეშ იმყოფება. პასუხისმგებლობა კრემლის მომხრე დაჯგუფებამ აიღო. ჩვენი IT ექსპერტები იგერიებენ კიბერშეტევას  და იცავენ ჩვენს სისტემებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, — დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ Twitter-ზე.

ევროპარლამენტის ვებგვერდი ამჟამად შეფერხებით მუშაობს.

დღეს, 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა 494 ხმით 58-ის წინააღმდეგ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ცნობს თუ არა საქართველო რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად?

მასალების გადაბეჭდვის წესი