ახალი ამბები

დეგნანმა ზარქუას გამონათქვამს „სრულად შეუფერებელი“ უწოდა

18 ნოემბერი, 2022 •
დეგნანმა ზარქუას გამონათქვამს „სრულად შეუფერებელი“ უწოდა

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ირაკლი ზარქუას გამონათქვამი ამერიკელი სენატორის მიმართ იყო „სრულად შეუფერებელი“.

ზარქუას გამონათქვამზე მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა.

„როგორც მესმის, არცერთი ქართველი არ გამოიყენებდა მსგავს ენას არავის მიმართ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს სრულებით შეუფერებელი იყო და ამას, ჩემი აზრით, ქართველებიც აცნობიერებენ“, – განაცხადა ელჩმა.

ზარქუამ ამერიკელ სენატორს, ჯინ შაჰინს ჟურნალისტებთან “ჩათლახი” უწოდა.

მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სენატორის შეურაცხყოფის მიზანი ნამდვილად არ ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი