ახალი ამბებიკინოხელოვნება

ფილმი „ჩემი ოთახი” „ევროპული კინოფესტივალის” მთავარ კონკურსშია

18 ნოემბერი, 2022 • 1212
ფილმი „ჩემი ოთახი” „ევროპული კინოფესტივალის” მთავარ კონკურსშია

სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ოთახი” მონაწილეობას იღებს „ევროპული კინოფესტივალის” მთავარ კონკურსში. 

ფესტივალი იტალიის ქალაქ ლეჩეში 12 ნოემბერს გაიხსნა და დაიხურება 19 ნოემბერს. სოსო ბლიაძის ფილმის ჩვენება შედგა 17 ნოემბერს.

რამდენიმე დღის წინ ბელფასტის კინოფესტივალზე ფილმისთვის „ჩემი ოთახი” დაწერილი  სცენარისთვის პრიზი გადაეცათ თაკი მუმლაძეს და სოსო ბლიაძეს. იქამდე, ფილმი გახდა კიოლნის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი. ფილმის პრემიერა კი შედგა ივლისში კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე, სადაც თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ მოიპოვეს პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.