ახალი ამბები

ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით? — გოცირიძე ჩალაძეზე

11 ნოემბერი, 2022 • 1233
ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით? — გოცირიძე ჩალაძეზე

„ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?“, — ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძის განცხადებას, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებს.

გოცირიძის თქმით, პროცესმა უკვე კომიკური სახე მიიღო.

“ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ”.

„პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით“, — წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი