ახალი ამბები

ზელენსკი: ემოციები უნდა შევიკავოთ

10 ნოემბერი, 2022 • 987
ზელენსკი: ემოციები უნდა შევიკავოთ

„მტერი არ გვჩუქნის საჩუქრებს და არ აკეთებს კეთილგანწყობის ჟესტებს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ხერსონიდან ძალების გაყვანისა და მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გამაგრების ბრძანება გასცა.

„დღეს საინფორმაციო სივრცეში დიდი სიხარულია და გასაგებია, რატომაც, მაგრამ ომის დროს ჩვენი ემოციები უნდა იყოს შეკავებული“, — თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, წინასწარ საუბრით მტერს ოპერაციების დეტალებს ვერ მიაწვდის, მაგრამ როცა შედეგი იქნება, “ამას ყველა ნახავს”.

„შესაძლოა, ეს არ ჟღერს ისე, როგორც ახლა ვინმე ელოდება, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ: არავინ არსაიდან არ გადის, თუ ძალას არ გრძნობს. მტერი არ გვჩუქნის საჩუქრებს, არ აკეთებს „კეთილგანწყობის ჟესტებს“. ჩვენ ვირჩევთ ამ ყველაფერს. და როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი ყოველთვის მტრის წინააღმდეგობაა, ეს ყოველთვის ჩვენი გმირების სიცოცხლის დაკარგვაა. ჩვენ ვმოძრაობთ ძალიან ფრთხილად, ემოციების გარეშე, ზედმეტი რისკის გარეშე, მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკას, დონეცკისა და ჩვენი სხვა ქალაქების განთავისუფლებას“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან გააფრთხილა „მოსკოვში ყველა, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს“, რომ მათი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქონ კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური, მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

„დაფიქრდით იმის შესახებ, თუ რა დაგემართება მაშინ“, — დასძინა ზელენსკიმ.

რუსეთი ხერსონიდან უკან იხევს

მასალების გადაბეჭდვის წესი