პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოთქვამს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო.
„ვუერთდები ნიკა გვარამიას მდგომარეობის გამო შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია“, — წერს ფოტიგა Twitter-ზე.
I join the voices of concern over the situation of Nika Gvaramia. The politically motivated persecution and further deterioration of media freedom in Georgia are unacceptable.
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) November 2, 2022
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდა მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.