ახალი ამბები

თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, რომ ყურადღება მიიქციოს – ვოლსკი გახარიაზე

28 ოქტომბერი, 2022 • 823
თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, რომ ყურადღება მიიქციოს – ვოლსკი გახარიაზე

პარლამენტის პირველი-ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას „დაყროყინებას“ უწოდებს.

საუბარია გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედბითაც საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დამარცხდეს.

ვოლსკის თქმით, პოლიტიკური სპეკულაციების გარდა, გახარიას მსგავსი განცხადების გაკეთების სხვა მიზეზი არ აქვს.

„მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერ-მინისტრობამდე, და არ მგონია, ადამიანს, რომელსაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობს. თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია, არ შეიძლება რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებისთვის.

საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი დაყროყინება, მე არ მგონია, რომ შეუძლია ყურადღების მიიქციოს სხვა რამით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


26 ოქტომბერს აშშ-მა სანქციები დაუწესა მოლდოვაში რუსეთის მუდმივი მავნე გავლენის კამპანიებისა და სისტემური კორუფციისთვის 9 ფიზიკურ პირს და 12 ორგანიზაციას.

გიორგი გახარია გუშინ, 27 ოქტომბერს, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ მოლდოვაში რუსეთის გავლენის აგენტებისა და ოლიგარქების სანქცირებას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა, რაც საქართველოშიც უნდა დამარცხდეს:

“დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებენ განვითარებას და კლავენ მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში”, – წერდა გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი