ახალი ამბები

სუნაკი ზელენსკის ესაუბრა და მხარდაჭერა დაუდასტურა

26 ოქტომბერი, 2022 • 663
სუნაკი ზელენსკის ესაუბრა და მხარდაჭერა დაუდასტურა

რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ დღეს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და თქვა, რომ ეს მხარდაჭერა „იქნება ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს“.

„ორივე ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ზეწოლა პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ეკონომიკური სანქციების გზით“, — დასძენს დაუნინგ სტრიტი #10.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სუნაკთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და ბრიტანეთისა და უკრაინის ურთიერთობებში ახალი თავის დაწერაზე შეთანხმდნენ.

„მჯერა, რომ პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის და დემოკრატიასა და თავისუფლების დაცვაში ბრიტანეთის უკვე ტრადიციული ლიდერობა მომავალში მხოლოდ გაძლიერდება. ბატონი პრემიერი უკრაინაში ვიზიტით მოვიწვიე“, — განაცხადა ზელენსკიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი