ახალი ამბები

ვაკის პარკში დაშავებული ბიჭი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსენს

14 ოქტომბერი, 2022 •
ვაკის პარკში დაშავებული ბიჭი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსენს

ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული მეორე მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამის შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტლის” ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ განაცხადა.

„ამ წუთისთვის ბავშვის [ლაზარეს] მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა. არის სპონტანურ სუნთქვაზე. შემოდის კონტაქტში. უკვე დაეკონტაქტა მშობლებს. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველ 24 საათში ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო — ანოქსიური დაიზიანება — მეტნაკლებად დაძლეულია. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა“, — განაცხადა ციბაძემ.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთი მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში, მეორე კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკაში მყოფ მესამე ბავშვს სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ერთ მათგანს ბურთისა ამოღებისას დენმა დაარტყა და წყალში ჩავარდა. ორი არასრულწლოვანი კი მის დასახმარებლად ჩავიდა წყალში, რომელთაც ასევე დენმა დაარტყა.

მასალების გადაბეჭდვის წესი