ახალი ამბები

ვაკის პარკში მოზარდის დაღუპვის საქმეზე კიდევ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

6 ნოემბერი, 2023 • 997
ვაკის პარკში მოზარდის დაღუპვის საქმეზე კიდევ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მოზარდის დაღუპვის საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროს გიგა გიგაშვილს, რომელსაც სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდნენ.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო „მშენებლობა, ექსპერტიზა დიზაინის“ ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძეც და მას წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ დააჯარიმა საქმის ფიგურანტი სამი იურიდიული პირი:

  • „გრინსერვისი“ – 250 000 ლარით;
  • „მშენექსპერტი“ — 100 000 ლარით;
  • „მშენებლობა, ექსპერტიზა, დიზაინი“ — 50 000 ლარით.

2022 წელს ვაკის პარკში მოზარდის დაღუპვის საქმეზე სასამართლოში საქმის წარმოება ორ ეპიზოდად მიმდინარეობდა. პირველ ეპიზოდში ბრალდებული 9 პირიდან 8-ს პატიმრობა მიესაჯა.

ვაკის პარკში ბავშვის დაღუპვის საქმეზე 9-დან 8 პირს პატიმრობა მიესაჯა

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა. მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი