ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად მოზარდის დაღუპვის შემდეგ თბილისის მერიასთან მოქალაქეები იკრიბებიან.
ფეისბუკით დაგეგმილი აქციის ანონსში ნათქვამია, რომ უნდა დადგეს ქალაქის მერიისა და უშუალოდ მერის პასუხისმგებლობა.
„საახალწლოდ კაშკაშებს ხოლმე თავისუფლების მოედანი, გვაუწყებენ, რომ ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქი. სინამდვილეში, ეს არის სიკვდილით სავსე ქალაქი“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.