შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მარნეულში 13 წლის ბავშვის მშობიარობის საქმეზე.

ამ საკითხზე ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის I ნაწილით, რაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.