ახალი ამბები

ბოსნია და ჰერცეგოვინა EU-ს კანდიდატი ქვეყანა ხდება – მედია

12 ოქტომბერი, 2022 • 1031
ბოსნია და ჰერცეგოვინა EU-ს კანდიდატი ქვეყანა ხდება – მედია

როგორც უკრაინული გამოცემა „Европейская правда“ გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება, ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის მომდევნო ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა ხდება.

როგორც გამოცემა იუწყება, ევროკომისია გეგმავს, წევრი სახელმწიფოების მთავრობებს რეკომენდაციით მიმართოს, რომ ბალკანურ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად მიანიჭონ.

გამოცემის თანახმად, ბოსნია და ჰერცეგოვინის მიერ გატარებული რეფორმების შეფასების ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა მისთვის წარდგენილი 14 რეკომენდაცია, დაფიქსირებული „არსებითი“ პროგრესის გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატი წევრის სტატუსს.

მიუხედავად ამისა, ქვეყანამ მაინც უნდა შეასრულოს მისთვის წარდგენილი რეკომენდაციები, რათა  გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომი ეტაპია.

ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი 2016 წელს გააკეთა, მას შემდეგ კი შესასრულებლად 14 რეკომენდაცია მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი