ახალი ამბები

ევროპულმა საბჭომ ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა

22 მარტი, 2024 • 650
ევროპულმა საბჭომ ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება გადაწყვიტა

ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.

ევროპული საბჭომ კომისიას დაავალა, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, როგორც კი რეკომენდაციები შესაბამისად შესრულდება.

ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

მიმდინარე წლის 12 მარტს ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და მოამზადა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები.

გუშინდელ სამიტზე ევროპული საბჭომ რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის საბჭოს, „სწრაფად დაამტკიცოს“ მოლაპარაკების ჩარჩოები და გააგრძელოს მუშაობა დაყოვნების გარეშე.

მოლაპარაკებების ჩარჩოს ტექსტის შიდა განხილვების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს შეთანხმებულ საერთო პოზიციას პირველ მთავრობათაშორის კონფერენციაზე თითოეულ ქვეყანასთან, რითაც გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება. მოლაპარაკებების ჩარჩოები სწორედ ამ ეტაპზე გასაჯაროვდება.

ევროპული საბჭო საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი