ახალი ამბები

კრივის ფედერაცია პრემიერს კულტურის სამინისტროსგან სპორტის გამოყოფას სთხოვს

11 ოქტომბერი, 2022 • 840
კრივის ფედერაცია პრემიერს კულტურის სამინისტროსგან სპორტის გამოყოფას სთხოვს

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი პრემიერს სთხოვს კულტურის სამინისტროსგან სპორტი გამოოყოს.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, ვეტერანი მოკრივეები, სპორტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დღეს, 11 ოქტომბერს, ლისის ტბაზე შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას მიმართეს.

„გვაქვს თხოვნა პრემიერის სახელზე, რომ სპორტი გამოიყოს ცალკე, რადგან 2017 წლიდან, როცა სპორტის და სხვა დარგების გაერთიანება მოხდა, ბევრი პრობლემა გაჩნდა. სპორტს არ ექცეოდა სათანადო ყურადღება, როგორც, ალბათ, საჭირო იყო. გვაქვს თხოვნა, რომ სპორტი გამოიყოს ცალკე – შეიძლება ეს იყოს სამინისტრო ან დეპარტამენტი, მთავარია, ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელთანაც გვექნება კომუნიკაცია, ადვილად მივიტანთ ჩვენს გულისტკვილს და შევძლებთ იმ პრობლემების გადაჭრას, რაც სპორტულ ფედერაციებს აქვთ“, — განუცხადა ნეტგაზეთს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა.

წიკლაურის ინფორმაციით, გარდა კრივისა, ინიციატივას სხვა სპორტული ფედერაციებიც ემხრობიან. უახლოეს პერიოდში შეიქმნება პეტიცია და სპორტსმენები ხელმოწერებს შეაგროვებენ.

კულტურის სამინისტროსგან სპორტის  გამოყოფის მოთხოვნას წინ უძღოდა დაპირისპირება კულტურის მინისტრსა და კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს შორის. თეა წულუკიანმა განაცხადა, ომ რდავით წიკლაურმა მასზე „დასარტყმელად გაიწია“. დავით წიკლაური წულუკიანის ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.

ამ თემაზე:

ჩემზე დასარტყმელად კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა გაიწია — წულუკიანი

წულუკიანი ამჯერად მოკრივეებს უტევს — „აირჩიეთ ახალი ხელმძღვანელი“

ჩემზე დასარტყმელად კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა გაიწია — წულუკიანი

წულუკიანი ამჯერად მოკრივეებს უტევს — „აირჩიეთ ახალი ხელმძღვანელი“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი