ახალი ამბები

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულ ტურისტულ ვიზებს აჩერებს

29 სექტემბერი, 2022 • 965
ფინეთი რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულ ტურისტულ ვიზებს აჩერებს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულ ტურისტულ ვიზებს აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია როგორც უშუალოთ ფინეთის მიერ გაცემულ ვიზეზბე, ასევე შენგენის წევრ სხვა სახელმწიფოებზეც.

„ულე“ აცხადებს, რომ შეზღუდვა ძალაში ხვალიდან შევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინეთის მთავრობაში პრესკონფერენციაა დანიშნული.

„ულეს“ ცნობით, გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად არ ნიჩნავს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას, თუმცა ფინეთში შესვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეებს, სულ მცირე, 10 -პუნქტინი სიისგან შემდგარი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, სანამ საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ.

მაგალითვისთვის, რუსეთის მოქალაქეები ფინეთში ნათესავების მოსანახულებლად კვლავ შეძლებენ ვიზიტს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ფინეთში შესვლის მსურველებს მოუწევთ სპეციალურად შედგნილი ტესტირების გავლა. ის პირები კი, ვინც ქვეყანაში სამუშაო მიზნებისთვის გეგმავდნენ შესვლას, ამას კვლავ მოახერხებენ. ამასთან, ფინეთში შეუშვებენ რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ქვეყნაში ჯერ სამსახური არ აქვთ, თუმცა დასაქმების მიზნით ფინეთის ტერიტორიაზე გასაუბრება აქვთ დანიშნული.

ფინეთში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე შექმნილი საცობები განახევრდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენაც წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 120-მა კი საქართველო დატოვა.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი