ახალი ამბები

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან შესვლა შეიზღუდება

27 სექტემბერი, 2022 • 926
ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან შესვლა შეიზღუდება

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან შესვლა შეიზღუდება. როგორც „მედუზა“ წერს, ამის მიზეზად საქართველოს საზღვართან შექმნილი რიგები დასახელდა.

გამოცემა წერს, რომ შეიზღუდება რეგიონში სატრანსპორტო საშუალებებით შესვლა. შესაბამის დეკრეტს რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო უახლოეს მომავალში გამოსცემს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება „სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობითაა განპირობებული, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოცხადდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი – მრავალათასიანი ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა. უკვე რამდენიმე დღეა ლარსსა და გამშვებ პუნქტ „ყაზბეგს“ შორის რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის ფედერაციის 78 742 მოქალაქე შემოვიდა, 62 120-მა კი საქართველო დატოვა.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი