ახალი ამბები

“სამდღიანი” ომის 210-ე დღეს რუსებმა მიიღეს მობილიზაცია და დაკეტილი საზღვრები – პოდოლიაკი

21 სექტემბერი, 2022 • 1044
“სამდღიანი” ომის 210-ე დღეს რუსებმა მიიღეს მობილიზაცია და დაკეტილი საზღვრები – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმაურება რუსეთის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას. მისი თქმით, უკრაინის განადგურების მომხრეებმა ომის 210-ე დღეს მიიღეს მობილიზაცია, დაკეტილი საზღვრები და დაბლოკილი საბანკო ანგარიშები.

“სამდღიანი ომის” 210-ე დღე. რუსებმა, ვინც უკრაინის განადგურებას ითხოვნდნენ, მიიღეს:

1. მობილიზაცია
2. დაკეტილი საზღვრები, საბანკო ანგარშების დაბლოკვა
3. ციხე დეზერტირობისთვის

ისევ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ხომ? ცხოვრებას იუმორის დიდებული გრძნობა აქვს”, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.


რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით,ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში  300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.

მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი