ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვგმობთ აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმებს – პელოსი სომხეთში იმყოფება

18 სექტემბერი, 2022 • 1198
ვგმობთ აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმებს – პელოსი სომხეთში იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა დაგმო სომხეთში აზერბაიჯანის მიერ „უკანონო“ თავდასხმები და სომხეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს”, – განაცხადა პელოსიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალენ სიმონიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

პელოსი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მას შემდეგ, ჩავიდა რაც 13-15 სექტემბერს მხარეებს შორის სასაზღვრო შეტაკებები დაიწყო, რასაც ჯამში ორივე მხრიდან დაახლოებით 210 მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

შეტაკებების დროს, სომხური მხარის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია, რის გამოც ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას რეაგირებისთვის მიმართა, თუმცა სომხეთში ორგანიზაციის მხრიდან, რომელმაც სომხეთს, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს, რეაგირება დაგვიანებულად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი