ახალი ამბები

ნენსი პელოსის ქმარს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ

28 ოქტომბერი, 2022 • 747
ნენსი პელოსის ქმარს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის თავს დაესხნენ.

წარმომადგენელთა პალატის განცხადების თანახმად, სან-ფრანცისკოში პელოსების სახლში შეჭრის შემდეგ თავდამსხმელი პოლ პელოსის „ძალადობრივად დაესხა თავს“.

უწყების თანახმადვე, თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის შესახებ მოტივაციის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არაა ცნობილი.

პოლ პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმისას ნენსი პელოსი ვაშინგტონში იმყოფებოდა დაცვის წევრებთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი