ახალი ამბები

ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა

17 სექტემბერი, 2022 • 1226
ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა.

პელოსი სომხეთში კონგრესის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ პელოსი არის აშშ-ს პირველი უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი, რომელიც ეწვია სომხეთს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

პელოსის განცხადებით, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი სომხეთში არის აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიმბოლო როგორც სომხეთის, ისე კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ნენსი პელოსი შეხვედრებს გამართავს მთავრობის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და
უსაფრთხოების სამხსახურების წარმომადგენლებთან.

„ჩვენ გადავცემთ შეერთებული შტატების, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თავმჯდომარის და სომხეთის დიდი ხნის მეგობრის მტკიცე და მუდმივ მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის“, – დაწერა პელოსმა ტვიტერზე.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება, – რასაც მრავალწლოვანი ისტორია აქვს, – კიდევ ერთხელ 12-13 სექტემბრის მიჯნაზე განახლდა.

სომხეთის თანახმად, 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ბაქომ განაცხადა, რომ მისი მოქმედებები გამოწვეული იყო სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით „ფართომასშტაბიანი პროვოკაციით“, – რაც ერევანში უარყვეს.

ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებს  200 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი