ახალი ამბები

იმდენი „სვეტაფორია“, ორ თბილისს ეყოფოდა – დეპუტატი შუქნიშნების რაოდენობის გადახედვას ითხოვს

15 სექტემბერი, 2022 • 1477
იმდენი „სვეტაფორია“, ორ თბილისს ეყოფოდა – დეპუტატი შუქნიშნების რაოდენობის გადახედვას ითხოვს

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ თბილისში მოძრაობის განტვირთვისთვის შუქნიშნების რაოდენობა გადასახედია.

ამის შესახებ მან დღეს, 15 სექტმებერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იმყოფებოდა.

„ახლა გზების განტვირთვასთან დაკავშირებით შეიძლება, მე მეჩვენება, აქ [თბილისში] „სვეტაფორის“[შუქნიშნის] რაოდენობა იმდენია, რომ ორ თბილისს ეყოფოდა და ეს „სვეტაფორები“ დღე და ღამე მუშაობს. ღამის საათებში კაციშვილი რომ არ იყოს, ეს „სვეტაფორები“ მუშაობს როგორც არაფერი… იმდენი რაოდენობაა „სვეტაფორების“, სადმე კუთხე თუ არის [რომ არ იყოს]? ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება ასე?! ერთი საათი კაცი ზის, ვერსად ვერ მიდის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ [სტილი დაცულია].

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შუქნიშნების მოწყობა მათ არ ეხება და პოლიციის კომპეტენციაში აღსრულება შედის.

„აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ჩვენ არც შუქნიშნის მოწყობა გვეხება და, ზოგადად, არც ორგანიზება. ჩვენ ვართ აღმასრულებელი უწყება. რა პრინციპით ხდება, ალბათ, სჯობს მერიის წარმომადგენელთან დასვათ ეს კითხვები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი