ახალი ამბები

“სუფთა კაცური კაცია” – ოპოზიციონერი ინჯია მინისტრობის კანდიდატზე

5 თებერვალი, 2024 • 879
“სუფთა კაცური კაცია” – ოპოზიციონერი ინჯია მინისტრობის კანდიდატზე

„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი „კაცური კაცია“.

ამის შესახებ ინჯიამ დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა განიხილება.

„აქ დაისვა კითხვა ბატონ ირაკლი ჩიქოვანზე – რა შეიცვალაო? პირველ რიგში შეიცვალა ის, რომ მე მიმაჩნია, ირაკლი ჩიქოვანი ერთ-ერთი სუფთა კაცური კაცია, ნამდვილი… ჯერ ერთი, ის პრემიერობის კანდიდატის ვიწრო გუნდის წევრია და ასეთივე არის სამაგალითო, რა გითხრათ, რა… იქ [თავდაცვის სამინისტროში] ხომ მილიარდ სამასი ათასი ფულია, იქ არის მთელი ინფრასტრუქტურა, ყველაფერია იქ. იმ განვლილი ცხოვრებით, დაწყებული თავდაცვის სამინისტროში იურისტობიდან, კაცი ვერაფერს ვერ იტყვის, მხოლოდ კარგს. სუფთა კაცური კაცია. გაიხარე და გისურვებ წარმატებას“, – მიმართა ფრიდონ ინჯიამ ირაკლი ჩიქოვანს.

ირაკლი ჩიქოვანი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრია, რომელიც წარსულში „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა. ახლა „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია. პარლამენტში მოსმენისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჩიქოვანს მისი წარსული შეახსენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი