ახალი ამბები

უკრაინელთა წინსვლა გამამხნევებელია – ოსტინი

9 სექტემბერი, 2022 • 602
უკრაინელთა წინსვლა გამამხნევებელია – ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინის მიერ კონრშეტევის დროს ხარკოვსა და ხერსონის ოლქებში მოპოვებული წარმატებები „გამამხნევებელია“.

”ჩვენ ვხედავთ წარმატებას ხერსონში, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ წარმატებას ხარკოვში და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია”, – თქვა ოსტინმა თავის ჩეხ კოლეგასთან ერთად პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინულმა ძალებმა ახლახან წამოიწყეს კონტრშეტევა ორი ძირითადი მიმართულებით, მათ შორის ხერსონსა და ხარკოვში, სადაც მათ 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის, მათ შორის ქალაქ ბალაკლიას დაბრუნება შეძლეს.

უკრაინული ძალები მიუახლოდნენ ქალაქ კუპიანსკსაც, რომელიც ასევე ხარკოვის ოლქში მდებარეობს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება დიდი რაოდენობით ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების კადრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი