ახალი ამბები

უკრაინამ რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა

2 სექტემბერი, 2022 • 975
უკრაინამ რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა

უკრაინამ რუს ოლიგარქს, ვლადიმირ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და ომის დაწყების შემდეგ, კრემლთან დაახლოვებულ პირს ქონება ჩამოართვა.

ევტუშენკოვს ჩამოართვეს უძრავი ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწის ნაკვეთები და სამეურნეო შენობა-ნაგებობები.

გარდა ამისა, სასამართლომ უკრაინის სახელმწიფოს სასარგებლოდ ოლიგარქს სხვადასხვა კომპანიაშიც ჩამოართვა აქტივები.

ქვეყანაში ევტუშენკოვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებიც მოქმედებს. იგი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქების სიაშიცაა.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც,  საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი.

ჩანაწერების მიხედვით, – რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი