ახალი ამბები

ვანო ჯავახიშვილის შოუ ტვ პირველზე გავა

1 სექტემბერი, 2022 • 2133
ვანო ჯავახიშვილის შოუ ტვ პირველზე გავა

ვანო ჯავახიშვილის შოუ და სხვა გასართობი გადაცემები, რომლებიც მთავარ არხზე გადიოდა, მომდევნო სეზონიდან ტვ პირველზე გავა. ამ ინფორმაციას ვანო ჯავახიშვილი ავრცელებს.

“როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ს ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს “ტვ პირველის” ეთერში,იგივე დღეს და იგივე დროს”, – აცხადებს ვანო ჯავახიშვილი.

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხი” ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ სარგებლობს ერთ-ერთი ოფისით, რის გამოც გასართობი გადაცემების ნაწილის ფორმატი შეიცვალა, ნაწილი კი დაიხურა.

ამ თემაზე გირჩევთ

რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები “მთავარ არხში” და რა ბედი ელის გადაცემებს

მასალების გადაბეჭდვის წესი