ახალი ამბები

შოლცის თქმით, EU-ში უკრაინის, მოლდოვის და პერსექტივაში, საქართველოს გაწევრიანების მომხრეა

29 აგვისტო, 2022 • 630
შოლცის თქმით, EU-ში უკრაინის, მოლდოვის და პერსექტივაში, საქართველოს გაწევრიანების მომხრეა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, იგი ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის და მოლდოვის, პერსპექტივაში კი საქართველოს ჩათვლითაც.

ამის შესახებ შოლცმა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე მომხრე ვარ ევროკავშირის გაფართოების – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების. ასევე, უკრაინის, მოლდოვისა და პერსპექტივაში, საქართველოსაც“, — განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის წყალგამყოფი მომენტი, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ევროკავშირი. გერმანიის კანცლერის თქმით, მას სურს უფრო მეტი გეოპოლიტიკური კავშირი, ბლოკის გაფართოება, თუმცა ეს მოითხოვს ინსტიტუტების სიღრმისეულ რეფორმებს.

„გაფართოების წინა რაუნდებში რეფორმები კანდიდატ ქვეყნებში მიდიოდა ევროკავშირის შიგნით ინსტიტუციონალურ რეფორმებთან ერთად. ასე იქნება ამჯერადაც“, — განაცხადა მან.

მისი თქმით, ევროკავშირი 30 ან 30 სახელმწიფოს შემადგენლობით განსხვავებული იქნება დღევანდელი კავშირისგან და თუ იქნება თანხმობა ევროკავშირის ხელშეკრულების შეცვლაზე, ეს უნდა მოხდეს. ევროკავშირის ხელშეკრულების შეცვლაზე დისკუსია ძირითადად მოიცავს გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსური სისტემის რეფორმას.

„ევროპული წესები შეიძლება შეიცვალოს ძალიან მოკლე დროში, თუ საჭირო იქნება“, —  თქვა შოლცმა და დასძინა, რომ რეფრომას ვერც ევროპარლამენტი აუვლის გვერდს.

გერმანიის კანცლერის თქმით, გაფართოება ევროკავშირის ინტერესებშია.

„ამ დღეებში კვლავ იბადება კითხვა, სად იქნება მომავალი გამყოფი ხაზი ამ თავისუფალ ევროპასა და ნეოიმპერიულ ავტოკრატიას შორის“, — დასძინა შოლცმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი