ახალი ამბები

adjaranet.to ჩვენ არ ვართ – adjaranet

26 აგვისტო, 2022 • 190863
adjaranet.to ჩვენ არ ვართ – adjaranet

adjaranet აცხადებს, რომ საიტი იმავე სახელით და კონტენტით, სადაც პირატული ფილმებისა და სერიალების ნახვა ასევე შეიძლება – adjaranet.to მათ არ ეკუთვნით.

ამის შესახებ ინფორმაციას საიტი საკუთარ tiktok ანგარიშზე ავრცელებს.

@adjaranet.com მოგვენატრეთ 💙 #adjaranet #აჭარანეთი ♬ original sound – adjaranet

“ეს საიტი, რაც გავრცელდა – adjaranet.to ჩვენ არ ვართ და, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვბრუნდებით. იმედი მაქვს, ერთმანეთს მალე შევხვდებით“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი გავრცელებულ ვიდეოში.


უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფილმების არალეგალური საიტები adjaranet.com და imovies.cc არ მუშაობს. ორივე საიტზე შესვლისას ჩნდება იგივე წარწერა – „საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია“. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია, რადგან ოფიციალური კომენტარი გათიშვის მიზეზებსა ან/და ხელახლა ამუშავების შესახებ არ გავრცელებულა.

პარალელურად, 24 აგვისტოს ცნობილი ხდება, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც ფილმებსა და სერიალებს არალეგალურად ავრცელებენ და საკუთარი პლატფორმების ამგვარი ნაწარმისგან გათავისუფლება დაავალა.

საიტის გათიშვასა და კომუნიკაციების კომისიის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ახალი, ქართული ე.წ. სტრიმინგ სერვისის შექმნა. Cavea Plus . საიტის მოხმარების 1 თვის საფასური 9 ლარია. თუმცა, Cavea Plus შეზღუდული რაოდენობის ფილმებსა და სერიალებს მომხმარებელს უფასოდაც სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი