ახალი ამბები

“აჭარანეტის” გაყიდვის შემდეგ “სინემანიის” გუნდი გამოცემას ტოვებს

30 ივლისი, 2019 •
“აჭარანეტის” გაყიდვის შემდეგ “სინემანიის” გუნდი გამოცემას ტოვებს

ITDC ჯგუფის მიერ adjaranet.com და Cinemania.ge-ს ყიდვის შემდეგ Cinemania.ge-ს სარედაქციო გუნდი გამოცემას ტოვებს. განცხადება ამის შესახებ Cinemania.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადების ავტორები ამბობენ, გადაწყვეტილება აღნიშნულ გარიგებას უკავშირდება:

“მოგესალმებით, ერთგულო მკითხველო. როგორც უკვე იცით, 2019 წლის ივლისში ITDC ჯგუფმა adjaranet.com და Cinemania.ge შეიძინა. არსებული გარიგების მიხედვით, სინემანიის საავტორო გუნდი გემშვიდობებათ. საიტი ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ჩვენი გუნდი კი მადლობას გიხდით ორწლიანი თანამშრომლობისთვის.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ, თქვენთან ერთად, კინომოყვარულებისთვის საუკეთესო ქართული პლატფორმა შევქმენით. ჩვენ იმედი გვაქვს, Cinemania.ge ისევ იქნება ისეთი საინტერესო, ინფორმაციული და გასართობი – როგორც აქამდე.წარმატებას ვუსურვებთ ახალ მფლობელებსა და Cinemania.ge-ს ახალ გუნდს” ,- წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი