ახალი ამბები

ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს

25 აგვისტო, 2022 • 770
ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ სპორტსმენი ინფორმაციას თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ ნიუ იორკში ჩასვლა არ შეუძლია.

როგორც Reuters წერს, აშშ-ში მოგზაურობისთვის კორონავირუსულ ინფექციაზე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი საბუთის წარდგენაა აუცილებელი, ჯოკოვიჩი კი ვაქცინაციაზე უარს აცხადებს. ამერიკის ღია პირველობა მომავალ კვირაში იღებს სტარტს:

„სამწუხაროდ, აშშ-ის ღია პირველობისთვის ნიუ იორკში ჩასვლა არ შემიძლია. წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეგობარ მონაწილეებს. კარგ ფორმასა და განწყობას ვინარჩუნებ, ველი შესაძლებლობას, რომ ტურნირში კიდევ მივიღო მონაწილეობა“, – აცხადებს ჯოკოვიჩი.

მასალების გადაბეჭდვის წესი