ახალი ამბები

123-ე ჩოგანმა ლუკა ნარდიმ დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი

12 მარტი, 2024 • 536
123-ე ჩოგანმა ლუკა ნარდიმ დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიოს 123-ე ჩოგანმა, 20 წლის იტალიელმა ლუკა ნარდიმ ინდიან უელსში მიმდინარე ტურნირზე დაამარცხა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი. ნარდიმ მსოფლიოს პირველ ჩოგანს მოუგო ანგარიშით – 6-4, 3-6, 6-3.

ამ გამარჯვებით ლუკა ნარდი გახდა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი, რომელმაც მასტერსის ან დიდი სლემის ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო.

„არ ვიცი, როგორ შევძელი [მომეთოკა ნერვები], ვფიქრობ, ეს სასაწაულია. 20 წლის ბიჭი ვარ, მეასე ჩოგანი მსოფლიოში, რომელმაც დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი – საოცრებაა”, – თქვა ლუკა ნარდიმ მატჩის შემდეგ.

ლუკა ნარდი „იღბლიანი დამარცხებულის” (Lucky Loser) სტატუსით მოხვდა მთავარ ბადეში. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო წრეში იგი დავიდ გოფენთან დამარცხდა, თუმცა გაუმართლა, რადგან ტრავმის გამო ტურნირიდან მოეხსნა არგენტინელი ტომას მარტინ ეჩევერი, რის შემდეგაც ლუკა ნარდი მაინც მოხვდა მთავარ ბადეში.

კალიფორნიაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირი მასტერსის კატეგორიის ტურნირია და რეიტინგით დიდი სლემის ტურნირების შემდეგ ყველაზე მაღლა დგას.

თამაშის საუკეთესო გათამაშებები:

მასალების გადაბეჭდვის წესი