სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებლების განცხადებით, ველზე ცნობილი ადამიანებისთვის დაწერილი კომენტარები უჩნდებათ. abc-ს ცნობით, სოციალური ქსელების ათასობით მომხმარებელი პლატფორმაზე Downdetector აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩივის.
კერძოდ, მომხმარებლები ამბობენ, რომ მათ FB-ველზე სხვადასხვა მომხმარებლის მიერ ცნობილი ადამიანების გვერდებზე დაწერილი კომენტარები ჩნდება. მათ შორის, სოციალური ქსელი უჩვენებს სხვა მომხმარებლების პოსტებს ტეილორ სვიფტის, ემინემის, ბილი აილიშის და სხვა ცნობილი სახეების ოფიციალურ გვერდებზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ Downdetector-ის მიხედვით, შეტყობინებების 80% სწორედ ფიდზე შექმნილ პრობლემებს ეხება, 14% საჩივრებისა კი აპლიკაციის გამოყენებას უკავშირებს.
ამ დრომდე ფეისბუკს მომხდარზე ოფიციალური განმარტება არ გაუვრცელებია.
Is anyone else’s Facebook broken or have I been hacked. This is my entire feed pic.twitter.com/nQwvtLqRjT
— chris? (@chrismearle) August 24, 2022